среда, 21 октября 2015 г.

დღე 9

დღეს ტრენინგის  ბოლო დღეა.დღმ მეტად ეფექტურად და წარმატებულად ჩაიარა.თითოეულმა ჩვენგანმა წარმოვადგინეთ საკუთარი პროექტი. დავრწმუნდი რომ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს შორის  ყველაზე ეფექტური პროექტზე მუშაობაა.ტრენინგის საშუალებით გავიგე რომ მუშაობა უნდა დავიწყო  მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვებით, განსაკუთრებით მომეწონა სლაიდზე მუშაობა, როგორ გამოვიყენო ბიბლიოგრაფია გავიგე როგორ დფავეხმარო ჩემს მოსწავლეებს ღრმა ცოდნის მიღებაში.  მივიღე  შენიშვნები და შევიტანე შესწორებები პროექტის პროცედურებში
განსაკუთრებული მადლობა გვანცა სალიას სიამოვნებით კიდევ ვიმუშავებდი მასთან.



воскресенье, 18 октября 2015 г.

დღე 8

დღეს გავეცანი მოდული 7  ,კიდევ ერთხელ განვიხილე როგორ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს წარმატებული სასწავლო პროექტი.რომ სწორად დაგეგმილი ნიმუშით დაინახონ გზა თუ როგორ შეასრულონ დავალებები . თვითონ გასცენ პასუხები დასმულ კითხვებს. ასევე თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიური ფასილიტაცია.თანდათან პროექტის შაბლონი დასრულებულ სახეს იღებს.დღე მეტად შრომატევადი იყო. ჩვენი ნამუშევარი ავტვირთეთ ბლოგზე.ყოჩაღ გვანცა გამძლეობისათვის.ფინიშს ვუახლოვდები.  ვაშაააააააააააააააააააა.

суббота, 17 октября 2015 г.

დღე 7

მე 7 დღეს შევამოწმე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. გავეცანი ადაპტირების ხერხებს.გავიგე როგორ დავგეგმო დავალებები გარდნერ-ბლუმის თეორიის გამოყენებით. ვფიქრობ ამით ამაღლდება მოსწავლეთა ცოდნის დონე და ხარისხი.გავიხსენე მოსწავლის შეფასების ნიმუშები. გავიაზრე თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებზე.დავინახე როგორ ეხმარება პროექტით სწავლება მოსწავლეებს სააზროვნო უნარების განვითარებაში. დღე მეტად პროდუქტიული იყო.მადლობა გვანცას ჩვენი ატანისათვის.

воскресенье, 11 октября 2015 г.

დღე 6

დღეს მოვირგეთ მოსწავლის როლი და ვიმუშავე სასწავლო პროექტის ნიმუშის შექმნაზე. დავსახე გზები საშუალებები რათა მოსწავლეებს გავუადვილოპროექტზე მუშაობა               რათა მივაღწიოთ მიზნით დასახულ სტანდარტს. საინტერესო იყო მუშაობა power pointsi e  ვისწავლე სლაიდების ჩაშენება.ფოტოების დამატება. გრაფიკული ცხრილების შევსება   ვიმუშავე სვეტოვან და წრიულ დიაგრამებზე. შევიტანე მონაცემები და გავაფორმე.დღე იყო საინტერესო  ვფიქრობ გამომადგება სასწავლო პროცესში სლაიდების მოსამზადებლად შემდეგში მინდა ვისწავლო ვიდეო მასალიs  მომზადება.

четверг, 8 октября 2015 г.

დღე 5

მე-5 დღეს გავეცანით მეს-3 მოდულს მასში მოცემულ შეფასების რუბრიკებსა და სტანდარტებს.შეფასების რუბრიკები გამოვიყენე ჩემს მიერ შედგენილი პროექტის შფასებისათვის.გავეცანი საავტორო უფლებების დაცვას შევქმენი ბიბლიოგრაფიის ფაილი. გავეცანი ინტერნეტის და კომუნიკაციის საშვალებებს.ონლაინ კოლაბორაციას.სკაიპს, ფეისბუკს და ფოსტას.

воскресенье, 4 октября 2015 г.

დღე 4

დღეს გავეცანი შეფასების მიზნებს დავრწმუნდი რომპროექტის განხორციელებისას შეფასება უწყვეტი პროცესია შევავსე შეფასების დროის სქემა შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. და დავინახე რომ შეფასებისგეგმის შემუშავებისათვის კარგ საფუძველს წარმოადგენს შეფასების სქემა. უზრუნველყოფს პროექტის შესაბამისობას სასწავლო მიზნებთან. გავიხსენე ანალიზის ჩეკლისტი. დღე ჩატარდა საინტერესოდ.

суббота, 3 октября 2015 г.

დღე1

დღეს ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე.გავარკვიე სტანდარტებისა და ინდიკატორების შერჩევა და სწორად ჩასმა. ვიმუშავე ძოგად ,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.  თავიდან გამიჭირდა შემდეგში სახალისო იყო .შევძელი ჩემი პროექტის შაბლონის შექმნა